“საზღვარზე შემოპარვაც ხდება, გადაპარვაც…” – 2 ადგილი, სადაც დამნაშავეები იმალებიან ხოლმე – მინისტრის უცნაური განცხადება

4 hours ago 1

ტვ პირველის ცნობით, სუს-ის ყოფილი შეფის გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი, 23 წლის საბა სახვაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახლთან, სისხლიანი ანგარიშსწორების მოწყობაშია ბრალდებული. კრიმინალური გარჩევა გუდიაშვილის მოედანთან მოხდა და 2 პირი დაიჭრა. 

2 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული 23 წლის საბა სახვაძე ამ დრომდე არავის დაუკავებია – მედიის ცნობით კი, მან უკვე დატოვა ქვეყანა.

შს მინისტრმა, გომელაურა ორი კომენტარი გააკეთა, ჯერ თქვა:

“ვინც დასაკავებელია, ყველას ვაკავებთ, ალბათ თქვენი წყარო ცდება… არ ვიცი რაზე მეუბნებით, სროლა იყო და გამოძიება დაიწყო, დასაკავებელი თუ იყო პროკურატურასთან ერთად დავაკავებთ… არანაირი ჩვენი ახლობელი არ არის!”

შემდეგ კი, განაცხადა, რომ საზღვრები დაუცველია, შემოპარვაც ხდება, გადაპარვას. ორ ადგილს ასახელებს, სადაც იმალებიან ხოლმე დამნაშავეები, ან სოფელში შეიძლება იყოს დამალული, ან ტყეშიო, ამბობს. თითქოს, 21–ე კამერების სამყაროში, იმის დადგენა მაინც არ იყოს შესაძლებელი, რა მიმართულებით წავიდა პირი და კონკრეტულად, სად წყდება მისი კვალი. გომელაური ამბობს, რომ საზღვარი დიდია. საზღვრების დასაცავად, საზღვრების საკონტროლოდ გამოყოფილი თანხები ბოლო 10 წელში პარტნიორებისგან, რამდენია, ბევრია, თუ ცოტა, მაგას აღარ ამბობს. რას მოხმარდა ის თანხები – არც იმას. თუ საზღვარზე გადაპარვაც ხდება, გადმოპარვაც, მაშინ, როგორ კონტროლდება, მაგალითად, რუსეთისთვის საქნციების გვერდის ავლით ტვირთის მიწოდების შემთხვევები არსებობს, თუ არა? და საერთოდ, რამე როგორ კონტროლდება ქვეყანაში?

“ქვეყანა დაუტოვებია თუ არა, აბა მითხარით თქვენ?! რომ ვიცოდეთ, არ დაუტოვებია და სახლში ზის, მას დავაკავებდით. ოფიციალურად არ გასულა და ქვეყანა დატოვა, არ დატოვა, სადმე გაიპარა, გადაიპარა, გადმოიპარა, ჯერ არ ვიცით. ხდება ყველაფერი. საზღვარზე, როგორც შემოპარვა ხდება, ისე ხდება გადაპარვა. დიდია საზღვარი, 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ, რომ გადაიპარა, გადმოიპარა, დამალულია, სოფელშია თუ საერთოდ,  ტყეშია გავარდნილი” – განაცხადა მან. 

იმ შემთხვევაში, თუ შს მინისტრის ამ განცხადებას სუსი გამოეხმაურება, მასალა განახლდება.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, როკურატურამ სახვაძეს ბრალი ოფიციალურად 7 მაისს, წაუყენა. 8 მაისს მას დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა 3 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის 03:30 საათზე, მის ფანჯრებთან შეტაკებები იყო. ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახური მხოლოდ დილით მივიდა და ტყვიის მასრებს ეძებდა.

თვითმხილველების მონათხრობით ირკვევა, რომ საბა სახვაძე მის თანმხლებ პირებთან ერთად ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირება დაიწყო, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. პროკურორი ადასტურებს, რომ სახვაძეს თან ჰქონდა არარეგისტრირებული, იარაღი რომლითაც ორი პირი დაჭრა. იარაღით რომლითაც, სისხლიანი ანგარიშსწორების ღამე მოაწყვეს, ჯერ გამოძიებას არ ამოუღია. სავარაუდოდ მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით ბარძაყის არეში ორი ახალგაზრდა მამაკაცია დაჭრილი – ისინი “ქართულ ამერიკულ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს.

დღეს, შსს ამბობს, რომ დამნაშავემ მიმალვა მოასწრო და ალბათ, ეს ფრაზა გამართული იქნებოდა, თუ მის ძებნას მყისიერად დაიწყებდნენ, თუ მართლაც, მხოლოდ დილით მივიდა ადგილზე კრიმინალური პოლიცია, მაშინ დამნაშავემ მიმალვა კი არ მოასწრო, დამნაშავეს, დრო მიეცა შსს–სგან დასამალად, იყო ეს განზრახ, თუ გულგრილობის გამო, წესით, თავად უნდა გამოიძიონ. მიმალვა მოასწრო – შეუძლია მინისტრს მაშინ თქვას, როცა მყისიერად გადის შემთხვევის ადგილზე და მყისიერად იწყებს საგამოძიებო მოქმედებებს. თუ რამდენიმე საათის დაგვიანებით იწყება მოქმედებები, გამოდის, დამნაშავეს არც არავინ მისდევდა ცხელ კვალზე, შესაბამისად, მას მოსასწრებად არ ჰქონდა საქმე, მშვიდად, წყნარად მოახერხებდა მიმალვას. 

სრულად წაკითხვა