სადებიუტო გოლიდანვე - გიორგი მიქაუტაძემ 24 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა

2 weeks ago 12

„ოსასუნასთან“ გამართული შეხვედრა მხოლოდ გიორგი მიქაუტაძის კარიერის მორიგი ეპიზოდი არ ყოფილა. ქართველმა თავდამსხმელმა ისარგებლა შანსით, გოლის გატანაც მოახერხა და სპეციალიზებული ანალიტიკური პორტალების ყურადღებაც მიიპყრო.

გოლი კიდევ უფრო სიმბოლური გახდა იმით, რომ მიქაუტაძე მხოლოდ მეორე ქართველია, ვინც ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გამოირჩა. პირველი იყო გიორგი დემეტრაძე, რომელმაც "რეალ სოსიედადის“ მაისურით 2001 წლის 7 ოქტომბერს "სევილიას“ გაუტანა.

ლა ლიგის ისტორიაში ქართველების კვალი არცთუ მრავალფეროვანია. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, შოთა არველაძეს, სწორედ ეს ჩემპიონატი დარჩა უიღბლოდ – 2007-2008 წლებში „ლევანტეში“ თამაშისას ტრავმებმა არ მისცა საშუალება, თავი გოლით გამოეჩინა. გიორგი ქოჩორაშვილმაც მიიღო შანსი ესპანურ ელიტაში, თუმცა ისიც უგოლოდ დარჩა.

სრულად წაკითხვა