სადგურის მოედანზე კაცი მოკლეს

4 days ago 10

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა — თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ყელის არეში დაჭრეს.

ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფი, მათ შორის ექსპერტ-კრიმინალისტები.

სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს რამდენიმე პირი.

ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სრულად წაკითხვა