სად ბინადრობს თბილისში გიურზა და როგორ დავიცვათ თავი შხამიანი გველისგან? - სპეციალისტის რჩევები

1 hour ago 2

ცხე­ლი ამინ­დე­ბი გა­მო­ვი­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ვი­დეო გავ­რცელ­და, ბევ­რი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, რომ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში პო­უ­ლო­ბენ გვე­ლებს. რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ის ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო­ში ამ­ბო­ბენ, ისი­ნი ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­დი­ან გა­მო­ძა­ხე­ბის ად­გი­ლებ­ზე და წელს მა­ი­სის ჩათ­ვლით და­ჭე­რი­ლია 38 გვე­ლი.

"ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა ქვე­წარ­მავ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბაა, რა თქმა უნდა, სე­ზონ­ზე იმა­ტებს გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი, მათ შო­რის, ნა­წი­ლი ცრუ­გა­მო­ძა­ხე­ბაა. სა­ა­გენ­ტო ყო­ველ­თვის მზად არის მო­ახ­დი­ნოს მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა. 2025 წელს და­ჭე­რი­ლია - 210; 2026 წელს - 38 (მა­ი­სის ჩათ­ვლით). სა­ა­გენ­ტოს ჰყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჰერ­პე­ტო­ლო­გი და მაშ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე მის­ვლას და სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დებთ, ქვე­წარ­მავ­ლის შემ­ჩნე­ვი­სას არ სცა­დონ მისი თვით­ნე­ბუ­რად და­ჭე­რა, აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ე­კონ სა­ა­გენ­ტოს ცხელ ხაზ­ზე 112-ის სა­შუ­ა­ლე­ბით, რათა სა­ა­გენ­ტოს ოპე­რა­ტი­ულ­მა ჯგუფ­მა დრო­უ­ლად მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა". რა სა­ხე­ო­ბის გვე­ლია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დღეს თბი­ლის­ში, ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ეგ­ზო­ტა­რი­უ­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი კოტე ფხა­კა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო კოტე, ბოლო დროს გახ­შირ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლის­ში ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდა ქვე­წარ­მავ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით გვე­ლე­ბი, რას იტყვით ამა­ზე?

- ეს პრობ­ლე­მა ყო­ველ წელს არის, ძი­რი­თა­დად, გა­რე­უბ­ნებ­ში, სა­დაც ადრე ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა იყო, მერე იქ ელ­ვის სის­წრა­ფით გაჩ­ნდა ქა­ლა­ქი. მშე­ნებ­ლო­ბის დროს სა­ძირ­კვლის­თვის მიწა რომ გა­ი­თხა­რა, შე­იძ­ლე­ბა ქვე­ბის ქვეშ გა­მო­სა­ზამ­თრებ­ლად გვე­ლი იყო ჩა­სუ­ლი და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­მოჩ­ნდე­ბო­და. ბუ­ნე­ბა­ში ქვე­წარ­მა­ვა­ლი იმა­ზე მეტი ვერ იქ­ნე­ბა, რაც სჭირ­დე­ბა იმ ტე­რი­ტო­რი­ას. მათი რი­ცხვი არ იზ­რდე­ბა, უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და და­უ­სახ­ლე­ბელ პუნ­ქტებ­სა და ტყე­ებ­ში. გაჩ­ნდა მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, ახა­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი, სა­დაც იქ მო­ბი­ნად­რე გვე­ლებს გა­მოხ­ში­რა­ვენ და შე­ა­ვიწ­რო­ე­ბენ. ამი­ტო­მაც ნელ-ნელა შემ­ცირ­დე­ბა მათი რა­ო­დე­ნო­ბა.

- ვი­დე­ო­ფი­რი გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც ცინ­ცა­ძის ქუ­ჩა­ზე გვე­ლია. იქ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა?
- მცუ­რა­ვი გვე­ლი, თუ არ ვცდე­ბი, ავ­ტო­სად­გომ­ში იპო­ვეს. ეტყო­ბა, მან­ქა­ნა სა­დღაც და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლას იყო გა­სუ­ლი და შე­იძ­ლე­ბა გვე­ლი შეძ­ვრა, მერე კი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან გა­მოძ­ვრა. ასე­თი შემ­თხვე­ვა ძა­ლი­ან ბევ­რია. მან­ქა­ნა ბუ­ნე­ბა­ში ისეთ ად­გი­ლას უნდა გა­ა­ჩე­რო, რომ გვე­ლის შეძ­რო­მის ალ­ბა­თო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე იყოს დაყ­ვა­ნი­ლი. ძა­ლი­ან ხში­რად უნა­ხავთ გვე­ლე­ბი დი­ღომ­ში, იქ, სა­დაც ტრაქ­ტო­რე­ბის ბა­ზაა. ვთქვათ, რო­მე­ლი­მე ტრაქ­ტო­რით გარ­და­ბან­ში ამუ­შა­ვებ­დნენ მი­წას, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია შეძ­ვრეს გვე­ლი, იმი­ტომ, რომ იქ ტე­ნი­ა­ნო­ბაა, სი­ნეს­ტე, მერე კი გვე­ლი ავ­ტო­სად­გომ­ში მოხ­ვდა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

სრულად წაკითხვა