„ეს ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებს...
იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით“, - წერია განცხადებაში.
სამინისტროს ამ განცხადებას წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოხმაურება. კობახიძემ მეზობელ ქვეყნებს ისტორიული შეთანხმება მიულოცა.
„საქართველო მიესალმება ამ მნიშვნელოვან მომენტს სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ვულოცავ დონალდ ტრამპს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ამ წარმატებას, მნიშვნელოვანი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ერის დაწყებას. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა რეგიონულ მშვიდობასა და თანამშრომლობას და გააგრძელებს მის ურყევ მხარდაჭერას“, - დაწერა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ზე.