საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბარში პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადავიდა და მარტიდან ამ შენობაში ფუნქციონირებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა რამდენიმე ადგილობრივ მედიასაშუალებას, მათ შორის „ნეტგაზეთსა“ და „BM.ge“-ს, 2 ივნისს დაუდასტურა.
სამინისტროს დეპარტამენტები თბილისის ცენტრში მდებარე ორი შენობიდან ფუნქციონირებდნენ: ესენია ძველი შენობა მთაწმინდის რაიონში, შიო ჩიტაძის ქუჩაზე და მეორე შენობა გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, თავისუფლების მოედნის მახლობლად, სადაც 2023 წელს სამინისტროს ძირითადი ნაწილი გადავიდა. სამინისტროს საკონსულო და ადმინისტრაციული დეპარტამენტები ლეონიძის ქუჩის შენობიდან გააგრძელებენ ფუნქციონირებას.
ავლაბრის რეზიდენცია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასრულების შემდეგ შენობამ თავდაპირველი დანიშნულება დაკარგა. 2019 წლიდან ავლაბრის რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ეწოდა.
სასახლე ოფიციალურ საპრეზიდენტო რეზიდენციად დარჩა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, მმართველობის პერიოდშიც. მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილმა 2013 წლის არჩევნებამდე პირობა დადო, რომ ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გადავიდოდა, საბოლოოდ, თანამდებობის დაკავების შემდეგ, მან ავლაბრის რეზიდენციიდან მუშაობა ამჯობინა, რამაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა გამოიწვია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 2018 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ, ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში შეუდგა მუშშაობას. ათონელის რეზიდენცია „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალურ სამუშაო ადგილად რჩება.
This post is also available in:

3 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·