საბერძნეთი: მოლოტოვის კოქტეილები, ქვები, ცრემლსადენი გაზი ათენის ცენტრში, არიან დაშავებულები (ვიდეო)

2 months ago 10

28 თებერვალს მთელი საბერძნეთის მასშტაბით გაიმართა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები 2 წლის წინaT ტემპიში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. დედაქალაქ ათენში დემონსტრაციის დროს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. 

სინდაღმის მოედანზე, ათენში 10 ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც მსვლელობა გამართეს. ისინი კატასტროფაში დამნაშავე ხელისუფლების წარმომადგენლების გასამართლებას მოითხოვდნენ.

მომიტინგეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: „ჩვენ გვინდა სამართალი” და „დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, ხოლო როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავ გამოჩნდნენ ნიღბიანი ადამიანების ჯგუფები, რომლებმაც პოლიციელებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

სამართალდამცველთა წყაროებზე დაყრდნობით, ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სინდაღმის მოედანზე მინიმუმ 180 000 ადამიანი შეიკრიბა, აქციის დროს მომხდარი ინციდენტების გამო 84 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 29 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საპროტესტო აქცია და შეტაკებები თესალონიკში

ქალაქ თესალონიკში, რომელთან ახლოსაც მოხდა 2 წლის წინათ სარკინიგზო კატასტროფა, ასევე, ჰქონდა ადგილი შეტაკებებს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.

ნიღბიანი ადამიანების ჯგუფი პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებით, ქვებითა და შუშის ბოთლებით დაესხა თავს ტემპიში, თესალონიკის სარკინიგზო სადგურთან მომხდარი ავარიის 2 წლისთავის აღსანიშნავად ორგანიზებული მარშის დროს.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმაურიანი ყუმბარები გამოიყენა. დააკავეს 30-მდე ადამიანი.

გაფიცვის ფარგლებში, 28 თებერვალს გაუქმდა მატარებლების რეისები, შეჩერდა ბორანი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა მნიშვნელოვნად შეფერხდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 23 თებერვალს საბერძნეთის ქალაქ ტემპში (თესალიის რეგიონი) სამგზავრო მატარებელი კომერციულ მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც 57 ადამიანი დაიღუპა.

ავარიის გამოძიების შემდეგ მომზადებულ მოხსენებაში, რომელიც გუშინ, 27 თებერვალს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ავარია გამოწვეული იყო ადამიანური შეცდომის, პერსონალის დეფიციტის, მოძველებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და არასაკმარისი მომზადების გამო.

ამავე თემაზე: ფოტო საბედისწერო მატარებლის მესამე ვაგონიდან, რომელიც მგზავრმა კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიღო 

საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის ადგილზე გადარჩენილთა ძებნა დასრულდა (ვიდეო)

თურქეთი ბერძენ პატიმარს დაღუპული შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლებას აძლევს

სრულად წაკითხვა