სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

2 hours ago 2

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე პაატა სილაგაძემ მიიღო.

საქმე ეხება ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, გიორგი გორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და ირაკლი მიმინოშვილს. პროცესზე მსჯავრდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს, რის შემდეგაც სასამართლომ გადაწყვეტილება ადგილზე გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით — ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ნაწილში ცნო დამნაშავედ. ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო დანარჩენ ხუთ პირს — 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სრულად წაკითხვა