რუსულმა ძალებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

1 week ago 8

რუსულმა ძალებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაშავებულია 47 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კლინიკებში 8 დაშავებული რჩება, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შეტევის შედეგად ქალაქის ოთხ რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ავტომობილები.

ქალაქში გრძელდება შეტევის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები და ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა რაოდენობა გაიზრდება.

სრულად წაკითხვა