რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემის, „სპუტნიკის“ ცნობით, კირიენკო გეგმავს, „აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან“ განიხილოს „საერთო სოციალური პროექტები, რაც რუსეთის მხარდაჭერით დაინერგა, და ეწვიოს კულტურულ და ტურისტულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს“.
დღეს, 6 აგვისტოს კირიენკოს აეროპორტში თავად ბადრა გუნბა დახვდა.
მოგვიანებით ისინი ერთად ეწვივნენ სოხუმის სანაპიროს და განიხილეს „განათების დამონტაჟება და იახტ-კლუბ „ამრას“ გაფართოება“.
სერგეი კირიენკო კრემლში „აფხაზურ მიმართულებას“ კურირებს.