რუსი გენერალი საკუთარ სახლთან, ავტომობილში ააფეთქეს

2 weeks ago 12

3

რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გენერალი იაროსლავ მოსკალიკი ქალაქ ბალაშიხაში, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებისას  დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, აფეთქება გენერალ იაროსლავ მოსკალიკის სახლთან მოხდა.

გენერალ იაროსლავ მოსკალიკის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა.

სრულად წაკითხვა