რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

4 hours ago 1

1

რუსეთში, ჩუკოტკაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა, – ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალი იტყობინება.

ბიძგები გვიან ღამით დაფიქსირდა. ეპიცენტრი პენჟინსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან, სოფელ კამენსკოედან 647 კმ-ში მდებარეობდა, სადაც 630 ადამიანი ცხოვრობს.

სეისმური მოვლენის ეპიცენტრი 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სრულად წაკითხვა