“რუსეთს ემუქრებიან… გაიკეთონ უკანალში ეს სამშვიდობო გეგმები” – მედვედევი

3 hours ago 2

1

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინაში გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების ვიზიტს ეხმაურება და წერს:

„მაკრონი, მერცი, სტარმერი და ტუსკი კიევში მშვიდობის საკითხის განხილვას აპირებდნენ. ნაცვლად ამისა, რუსეთს ემუქრებიან, ან ზავი, რათა ბანდერას ურდოებს შესვენება მიეცეთ, ან ახალი სანქციებიო. თქვენი აზრით, ეს გონივრულია, არა? ეს სამშვიდობო გეგმები პანგენდერულ უკანალში გაიკეთეთ“

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში იმყოფებიან. ისინი საუბრობდნენ არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის, არამედ აშშ–ის სახელითაც.

თუ პუტინი უპირობო ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, მაშინ პასუხს გავცემთ – სტარმერი

სრულად წაკითხვა