რუსეთმა ხარკოვი დაბომბა – დაღუპულია ერთი და დაშავებულია 60-მდე ადამიანი

3 weeks ago 22

რუსი აგრესორების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური და ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებენ.

შეტევა ოსნოვიანსკის რაიონზე განხორციელდა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, სასწავლო დაწესებულება და მსუბუქი ავტომობილები.

იგორ ტერეხოვის განცხადებით, ქალაქზე დარტყმები კასეტური ბომბებით მოხდა. ამიტომ დაზიანების ფართობი ძალიან დიდია, არსებობს ვარაუდი, რომ ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი და მოსალოდნელია დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვის ზრდა

სრულად წაკითხვა