რუსეთმა წამების პრევენციის შესახებ ევროპული კონვენცია დატოვა

5 days ago 5

რუსეთმა ოფიციალურად დატოვა „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ ევროპული კონვენცია“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კანონს ხელი ორშაბათს მოაწერა.

კონვენციიდან გასვლის შემდეგ რუსეთი აღარ იქნება ვალდებული, თავის საპატიმროებში საერთაშორისო ინსპექტორები შეუშვას, რუსი პატიმრების საჩივრებს კი ვეღარ განიხილავს წამების და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტი.

კრემლი აცხადებს, რომ 2023 წლიდან რუსეთი აღარ არის წარმოდგენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ევროპულ კომიტეტში, რადგან ევროპის საბჭოს მიერ დაბლოკილია რუსეთიდან ახალი წევრის არჩევა. რუსეთი ამ გარემოებას „დისკრიმინაციულს“ უწოდებს.

რუსეთმა ამ კონვენციას ხელი 1996 წელს, ევროსაბჭოში გაწევრების შემდეგ მოაწერა.

მას შემდეგ, რაც 2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხეს, მან ევროპული კონვენციების დენონსაცია დაიწყო. მათ შორის უარი თქვა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებს აღარ აქვთ სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის შესაძლებლობა.

სრულად წაკითხვა