რუსეთის სამხედროებმა 19 აგვისტოს დღისით რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა მიაყენეს უკრაინის ქალაქ ჟიტომირს. დარტყმა მოხვდა ჟიტომირის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობას. ამის შესახებ ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბუნეჩკო იტყობინებოდა ტელეგრამში.
მოგვიანებით ეროვნულ პოლიციაში განაცხადეს, რომ დარტყმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა. სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა. ასევე გამოქვეყნდა დარტყმის შედეგების ამსახველი ფოტოები.
19 აგვისტოს დილას რუსეთის სამხედროებმა დრონით იერიში მიიტანეს სამარშრუტო ტაქსიზე ხერსონის კორაბელნის რაიონში. ხელისუფლებამ, კერძოდ ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პროკუდინმა, ამ დარტყმის შედეგად 4 დაღუპულისა და რამდენიმე დაშავებულის შესახებ განაცხადა.
გარდა ამისა, 19 აგვისტოს განავლობაში ხერსონის სხვა რაიონებზე დრონებით განხორციელებული დარტყმებისას კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა - ავტომობილის საჭესთან მჯდომი ქალი და ქალაქის 62 წლის მცხოვრები. ხერსონი რუსული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებს ყოველდღიურად განიცდის, ტელეგრამის არხები ავრცელებდნენ ქალაქის ქუჩებში მშვიდობიან მოსახლეობაზე FPV-დრონების „ნადირობის“ ვიდეოებს.
radiotavisupleba ახალი ამბები