ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის კიევის და სალტოვის რაიონებს ავიაბომბებით დაარტყეს, ქალაქის შემოგარენს კი - ბალისტიკური რაკეტებით.
მერის ცნობით, დაჭრილია სულ მცირე 6 ადამიანი. დანგრეულია კერძო სახლები. ხანძრები გაჩნდა რამდენიმე ადგილას, მათ შორის ერთ-ერთი ბაზრის ტერიტორიაზე.