რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს

7 hours ago 8

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი დაბომბეს. შეტევა 19 ივნისს, ადგილობრივი დროით ღამის ორი საათისთვის დაიწყო.

ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, მართვადი ავიაბომბებით დარტყმა იყო ქალაქის ხოლოდნოგორის რაიონზე. დაშავდა სულ მცირე 6 მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანებულია 40-ზე მეტი კერძო სახლი.

ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის ჯარები თითქმის ყოველდღე უტევენ.

სრულად წაკითხვა