რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტ ტრამპის სპეცწარმომადგენელი უიტკოფი მოსკოვშია

3 months ago 24

დღეს, 25 აპრილს დილით მოსკოვში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომაგდენელი სტივ უიტკოფი. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, თვითმფრინავი, რომელიც აშშ-დან, კერძოდ, ფლორიდიდან სპეცრეისს ასრულებდა, რუსეთის საჰაერო სივრცეში ლატვიის მხრიდან შევიდა და მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში დაეშვა.

ამერიკული გამოცემა Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ამ კვირაში წერდა, რომ 25 აპრილს, მოსკოვში დაგეგმილია სტივ უიტკოფის მორიგი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

სტივ უიტკოფი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული მთავარი მომლაპარაკებელია. ბოლო თვეებში უიტკოფი რუსეთს უკვე მეოთხედ სტუმრობს. მისი წინა შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან 11 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში გაიმართა.

სრულად წაკითხვა