რუსეთის მასიური შეტევა ზაპორიჟიის ოლქზე – არის მსხვერპლი

3 weeks ago 10

12

რუსმა ოკუპანტებმა ზაპორიჟიისა და პრიმორსკოეს ტერიტორია ინტენსიურად დაბომბეს. შედეგად, ვასილიევის რაიონში 62 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო ზაპორიჟჟიში 66 წლის ქალი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ზაპორიჟიის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა გაავრცელა.

მისი თქმით, დღის განმავლობაში რუსეთის სამხედროებმა 474 დარტყმა მიიტანეს ოლქის 14 დასახლებულ პუნქტზე. მათ შორის განხორციელდა შვიდი ავიაიერიესი ვესელიანკაზე, გულიაიპოლეზე, ნოვოდანილოვკასა და კრასნოზე.

მისივე ცნობით, შეტევების შედეგად დაზიანდა ბინები, საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები. სულ 17 შემთხვევა დაფიქსირდა.

სრულად წაკითხვა