რუსეთის გენპროკურატურამ უზენაეს სასამართლოს სთხოვა აკრძალვა მოუხსნას მოძრაობა თალიბანს

4 months ago 49

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს მიმართა თხოვნით შეწყდეს აკრძალვა, რომელიც დაწესებულია რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "თალიბანისთვის". სარჩელი მიღებულია განსახილველად, სასამართლოს სხდომა 17 აპრილს გაიმართება - იუწყება ინტერფაქსი.

რუსეთში ამჟამად თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და მისი მოქმედება აკძალულია. მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება ინარჩუნებს კავშირებს ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებასთან, ამ მთავრობის წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან ვიზიტებით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოძრაობას უწოდა მოსკოვის მოკავშირე ტერორიზმთან ბრძოლაში.

2024 წლის დეკემბერში სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქმნიდა ორგანიზაციის ტერორისტთა სიიდან ამოღების მექანიზმს.

თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციად 2003 წელს გამოცხადდა რუსეთში. მაშინ ითქვა, რომ თალიბებს კავშირები ჰქონდათ ჩეჩნეთსა და შუა აზიის სახელმწიფოებში მოქმედ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან, ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან". თალიბანს ადანაშაულებენ ბევრი ტერაქტის მოწყობაში და ადამიანების გატაცებაში.

თალიბანმა 2021 წელს ავღანეთში ხელისუფლება მოიპოვა, მას მერე, რაც დაამხო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, სათავეში პრეზიდენტ აშრაფ ღანით. ავღანეთში თალიბებმა შემოიღეს შარიათის ნორმები, ქვეყანაში ხორციელდება ადამიანთა დასჯის საჯარო აქტები. ვრცელდება ცნობები ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე, უწინარესად ქალებთან მიმართებით - რომლებსაც თალიბების ხელისუფლებამ აუკრძალა განთლების მიღება დაწყებითი სკოლის მიღმა, ნათესავი კაცების გარეშე საჯარო ადგილებში გამოჩენა და ხმამაღალი ლაპარაკი ხალხში ყოფნისას. მკაცრად იზღუდება ქალების უფლებები მუშაობასთან მიმართებით. იდევნება პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობა, რომელიც არაა თანხვედრაში თალიბანის პოლიტიკასთან.

სრულად წაკითხვა