რუსეთის ათობით ქალაქში ინტერნეტი გაითიშა

13 hours ago 3

მოსკოვში და რუსეთის 30-ზე მეტ რეგიონში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს. პრობლემები შეიქმნა კომუნიკაციებთან, ინტერნეტთან, სერვის აპლიკაციებთან და ჭკვიან სახლებთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით შეზღუდვა უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ 9 მაისის ღონისძიებებთან დაკაშირებით მიიღო. წინასწარი მონაცემებით, მოსკოვში შეზღუდვა 8:30 საათზე დაიწყო და მინიმუმ 13:00 საათამდე გაგრძელდება.

მედია იუწყება, რომ დედაქალაქში მობილური ინტერნეტი დაახლოებით დილის 9 საათზე მთლიანად გაითიშა. შეუძლებელია არა მხოლოდ ქსელში შესვლა, არამედ ზარების განხორციელება ან SMS-ების გაგზავნაც. პრობლემები ასევე შეეხო საკვების მიტანის სერვისს და ტაქსებს. შეუძლებელია ასევე ბარათით გადახდა ან ბანკომატიდან ნაღდი ფულის გამოტანა.

სრულად წაკითხვა