მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. გუნდმა პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და რუბენ ამორიმის კლუბიდან გაშვების საკითხით კიდევ უფრო წინ წამოიწია.
შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, თუმცა რუბენ ამორიმს პრემიერ ლიგაში ზედიზედ ორი შეხვედრა ჯერ კიდევ არ აქვს მოგებული, რაც, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ უცნაური და მიუღებელი შედეგია.
თავად პორტუგალიელმა მწვრთნელმა თქვა, რომ გუნდიდან გაშვებაზე არ ნერვიულობს, რადგან გადაწყვეტილებას სხვა იღებს და მასზე ისედაც არაფერი არ არის დამოკიდებული.
ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა ამორიმის გაშვების შემთხვევაში მანჩესტერი ჩავი ერნანდესს ჩააბარონ, რომელიც ბოლოს ბარსელონაში მუშაობდა.