რომელი საკუთარი მეგობრის შეძენას ურჩევს ხვიჩა პარი სენ-ჟერმენს

3 months ago 10

ფრანგული გამოცემა Le 10 Sport წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენს" ვიქტორ ოსიმენის შეძენას ურჩევს.

კვარაცხელია "პსჟ"-ს წევრი 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ხოლო ახლა ყურადღება ნიგერიელ ფორვარდზეა გადატანილი - მოლაპარაკებები ეტაპობრივად მიმდინარეობს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ოსიმენის ტრანსფერი სავსებით რეალური სცენარია. "ნაპოლის" პრეზიდენტი მზად არის, იგი დაახლოებით 75 მილიონ ევროდ გაასხვისოს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ტრანსფერის განხორციელების ყველაზე დიდი შანსი მანჩესტერ იუნაიტედს აქვს, რომელმაც, თუ თურქულ გამოცემებს დავუჯერებთ, ნიგერიელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, თუმცა, არავინ იცის, იქნებ ხვიჩას ფაქტორმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალოს.

სრულად წაკითხვა