რომელი ესპანური გუნდი დაინტერესდა ჩაკვეტაძის ტრანსფერით

1 month ago 4

Inside Football-ი Tribuna Deportiva-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ესპანური "ვალენსია" გიორგი ჩაკვეტაძით ინტერესდება. „ღამურები“ შესაძლოა პორტუგალიელმა ანდრე ალმეიდამ დატოვოს, და სწორედ მის შესაძლო შემცვლელად განიხილება ქართველი ფეხბურთელი.

გამოცემის ცნობით, „ვალენსიას“ მწვრთნელ კარლოს კორბერანს ჩაკვეტაძე კარგად იცნობს – ფეხბურთელის თამაშით ის ჯერ კიდევ „ვესტ ბრომვიჩში“ მუშაობისას დაინტერესდა. როგორც იწერება, ესპანური კლუბი ნახევარმცველის იჯარით დამატებას აპირებს, გამოსყიდვის უფლებით.

ჯერ უცნობია, დათანხმდება თუ არა "უოტფორდი", რომელთანაც ჩაკვეტაძეს 2029 წლამდე აქვს კონტრაქტი. აღსანიშნავია, რომ მანამდე ქართველი ფეხბურთელით რამდენიმე პრემიერლიგური გუნდიც ინტერესდებოდა.

შეგახსენებთ, „ვალენსიას“ ბოლო წლებში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილიც იცავდა, რომელიც კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.

სრულად წაკითხვა