"რომან დოლიძე 5 რაუნდაც კი ვერ გამიძლებს" - მარვინ ვეტორი გამარჯვებაში დარწმუნებულია

1 month ago 23

16 მარტს UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა მარვინ ვეტორისა და რომან დოლიძის განმეორებითი ბრძოლა იქნება, რომლის პირველი ნაწილიც იტალიელმა სპორტსმენმა მოიგო.

რემატჩამდე მედიაში ვეტორის კომენტარი ვრცელდება, რომელიც ამბობს, რომ დოლიძე მას 5 რაუნდს ვერ გაუძლებს:

რომანი თვლის, რომ წინა ბრძოლა მისთვის უნდა მიეცათ, თუმცა დათვალოს მნიშვნელოვანი დარტყმების რაოდენობა და აზრი შეეცვლება. გარდა ამისა, არ მახსოვს თითქოს მას გალიაში გავურბოდი. დარტყმების გაცვლაზე უარი არასდროს მითქვამს, თუმცა თუ მაინც გავრბოდი, დოლიძის ამოცანა სწორედ ის იყო, რომ სტილი შეეცვალა და ჩემთვის ამის გაკეთების უფლება არ მოეცა.


ფაქტი, რომ ბრძოლა 5 რაუნდს გასტანს, ჩემთვის უპირატესობაა. დოლიძე 5 რაუნდს ვერ გამიძლებს.

- ამბობს მარვინ ვეტორი.

სრულად წაკითხვა