„როიტერსი“: უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება ჰეგსეთმა თეთრ სახლთან შეუთანხმებლად მიიღო

3 days ago 8

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ვადის დაწყებიდან მალევე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა მოულოდნელი ბრძანება გასცა, რომ შეჩერებულიყო 11 სამხედრო ავიარეისი, რომლითაც აშშ-ის იარაღი გადაჰქონდათ უკრაინაში. ამ გადაწყვეტილების შესახებ თეთრმა სახლმა არაფერი იცოდა - ამის შესახებ ინფორმაცია „როიტერსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

სააგენტოს ცნობით იანვარში ოვალურ კაბინეტში ჩატარდა შეხვედრა, სადაც ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა არაფორმალურად განიხილეს უკრაინისთვის დახმარების შეჩერების იდეა. თუმცა, პრეზიდენტ ტრამპს ამის შესახებ ოფიციალური განკარგულება არ გაუცია. ამის მიუხედავად, პენტაგონმა იანვრის ბოლოს გასცა ბრძანება, რომელიც სამ სატვირთო ავიაკომპანიას უკრაინისთვის განკუთვნილი საარტილერიო ჭურვებითა და სხვა შეიარაღებით დატვირთული 11 რეისის შეჩერებას ავალებდა. ამან დაბნეულობა გამოიწვია როგორც კიევსა და ვარშავაში, ისე თავად ვაშინგტონში.

ფრენები მალევე განახლდა, თუმცა ამ შეფერხებამ პრობლემები შეუქმნა უკრაინას, რომელიც ისედაც მზარდი ზეწოლის წინაშეა ბრძოლის ველზე და აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობას, რომელმაც რეისების შეჩერებით 2.2 მილიონი დოლარი იზარალა. ამას გარდა, დახმარების შეჩერებამ შეშფოთება გამოიწვია ნატოს მოკავშირეებში და კითხვები გააჩინა ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიმართულებასთან დაკავშირებით.

სრულად წაკითხვა