…თავიდან შენ ფიქრობ, რომ სამყარო რაღაც “ვერ არის”…
…რომ სისტემა იტყუება,
ადამიანებს კი ღრმა ძილით სძინავთ…
შენ კი, უბრალოდ ვალდებული ხარ აქ რაღაც გამოასწორო
და თავით ეშვები ბრძოლებში!
…ებრძვი- სისტემას, სიბნელეს, შენს ეგოს, არასრულყოფილებას…
და ღირსეულად იმოსები-
სინათლის მებრძოლის, ჭეშმარიტების მქადაგებლის, სწორი პოზიციის და საჭირო ვიბრაციის მატარებლის სამოსით….

…შემდეგ კი….
უცებ…. მიმოიხედავ გარშემო და….
გეცინება…
გეცინება არა ცინიზმით, არამედ- იმიტომ, რომ უცებ ყველაფერი ნათელი ხდება….
და უყურებ შენს შინაგან დრამებს და სპექტაკლებს, როგორც რეპეტიციას:
როგორ ლამაზად დარდობდი…
რა გრაციოზულად უშვებდი ყველას და ყველაფერს…
როგორ საზეიმოდ დუმდი…. თან- ლოტოსის პოზაში!!
და როგორ თამაშობდი გასხივოსნებულობას- საყოველთაო დაისის ფონზე….
და ამასთან, კარგად აცნობიერებ, რომ-
ეს ყველაფერი საჭირო იყო!!!
…არა იმისთვის, რომ გასხივოსნებულიყავი და წმინდანად ქცეულიყავი…
არამედ, იმისთვის, რომ….. ერთხელაც-
გაგეღიმა!!
გაგეცინა…
ოღონდ- გულწრფელად…
გაგეცინა ზუსტად ისე, როგორც იმას, ვინც გააცნობიერა:
არ არსებობს არც სინათლე და არც სიბნელე…
არის მხოლოდ ცეკვა…
ამ ორის მარადიული ცეკვა…
სადაც სერიოზულობა- ნიღაბია, ხოლო სიცილი- გაშიშვლებული სული….
და სწორედ ეს არის- ძენი.
როდესაც შენ აღარ ამტკიცებ, არ ეძებ, არ ასწავლი და მიუთითებ….
შენ უბრალოდ- გრძნობ!!!
გრძნობ მთელი შენი ადამიანური “მე”-ს მიღმა…
გრძნობ- ღრმად და ყოვლისმომცველად!!
…და იღიმი…
იღიმი…
რადგან, აბსოლუტიც შესაძლოა ხანდახან გვიყურებს და-
იღიმის…

ძენ-ის მთავარი პოსტულატებიდან.

მოამზადა დაჯი მამულაშვილმა, ასტრო-ფსიქოლოგი