როგორ შეხვდა მოსკოვი 9 მაისს და რა ბანერი გამოფინა ესტონეთმა? – გიორგი კობერიძე

8 hours ago 3

3

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

9 მაისს მოსკოვი გადაკეტილი ქუჩებით, მობილიზებული თავდაცვითი სისტემებით, მოხალისეთათვის დარიგებული ბინოკლებით, დახურული საჰაერო სივრცით, შეზღუდული ინტერნეტითა და ცენტრალურ რაიონებში ჩამხშობი სისტემებით ხვდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – კრემლი გამარჯვებას შიშით ხვდება, მით უფრო რომ ბოლო 48 საათია უკრაინის მოსაზღვრე რუსული რაიონები აქტიური დაბომბვის სამიზნე გახდა. პრო-რუსმა და დაშინებულმა მოკავშირეებმა მაინც მოიყარეს მოსკოვში თავი. როგორც ჩანს კრემლმა მათ მკაცრად განუმარტა თუ რა სურდა მათგან.

აი ესტონეთის ქალაქი ნარვა კი, რომელიც რუსეთისაგან მხოლოდ ერთი ხიდითაა გამოყოფილი 9 მაისს იმ ბანერით ხვდება, რომელიც ასე აღიზიანებს რუსეთს რადგან თვისებრივად სიმართლეზეა დაფუძნებული ის – პუტლერი, ომის დამნაშავე:

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ლონდონის ტაუერი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „OK PUTLER WAR CRIMINAL! propastop.org .org“ გამოსახულება

სრულად წაკითხვა