როგორ დავიწყოთ ყოველი დღე – რეცეპტი ჰარმონიისთვის

1 month ago 3

მინდა გაგიზიაროთ საუკეთესო საშუალება, თუ როგორ დავიწყოთ ყოველი დღე… უფრო მეტიც ეს არის ერთგვარი შინაგანი გზამკვლევი – რეცეპტი იმისა, თუ როგორ ვიცხოვროთ სიმშვიდესა და ჰარმონიაში. მთავარია, ხშირად მივუბრუნდეთ, არ დავივიწყოთ და ყოველდღე გამოვიყენოთ…

დავიწყოთ…

1.       ადამიანები ხშირად არარაციონალურები და ეგოცენტრულები არიან – მიუხედავად ამისა, აპატიე.

2.       თუ სიკეთეს აკეთებ, შესაძლოა დაგადანაშაულონ ფარულ მოტივებში – მიუხედავად ამისა, მაინც აკეთე სიკეთე.

3.       თუ კი წარმატებული გახდი, შენ გამოგიჩნდება არარეალური მეგობრები და ასევე რეალური მტრები – მიუხედავად ამისა – იყავი წარმატებული

4.       შეიძლება შენი გულწრფელობა სხვებმა ბოროტად გამოიყენონ – მიუხედავად ამისა, დარჩი მართალი.

5.       რაც წლობით გიშენებია, შეიძლება ერთ დღეში დაგინგრიონ – მიუხედავად ამისა, არ გაჩერდე, ისევ ააშენე.

6.       თუ სიმშვიდესა და ბედნიერებას მოიპოვებ, შეიძლება სხვებს შეშურდეთ – მიუხედავად ამისა, იყავი ბედნიერი.

7.       შენი კეთილი საქმეები შეიძლება დაავიწყდეთ – მიუხედავად ამისა, განაგრძე კეთილი საქმეები.

8.     ყოველთვის  გააზიარე საუკეთესო რაც გაგაჩნია, შეიძლება ვინმესთვის ეს, მაინც არასაკმარისი აღმოჩნდეს – მიუხედავად ამისა, საუკეთესო გაეცი…

გახსოვდეს – ყველაფერი შენსა და უფალს შორისაა. სხვა ადამიანები ამ გზაზე მხოლოდ გამვლელები არიან.

ლალი სანაკოევა

სრულად წაკითხვა