როგორ აფასებს მადრიდული დერბის წაგებას ჩაბი ალონსო

6 days ago 10

გუშინ მადრიდული დერბი შედგა ატლეტიკოსა და რეალს შორის, რომელიც დიეგო სიმეონეს გუნდმა დიდი ანგარიშით, 5:2 მოიგო.

მატჩის შემდეგ ალონსომ შეხვედრა შეაფასა:

"ეს ცუდი მატჩი იყო. ცუდად დავიწყეთ, ცუდად ვითამაშეთ როგორც გუნდურად, ისე ბურთთან და ბურთის გარეშე. ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ და დღეს პირველი მარცხი განვიცადეთ. უნდა ვისწავლოთ იმისგან, რაც მოხდა, რადგან მომავალში ეს დაგვეხმარება. მაგრამ გამართლება არ არსებობს. წაგება ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა დამსახურებლად დავმარცხდით", - თქვა ჩაბიმ.

მადრიდის რეალი ლა ლიგის 7 ტურის შემდეგ პირველ პოზიციას 18 ქულით იკავებს, თუმცა 16-ქულიან ბარსელონას ჯერ კიდევ სათამაშო აქვს.

სრულად წაკითხვა