რთული მატჩი და მადრიდელთა გამარჯვება - "რეალს" "ბილბაოსთან" ვალვერდემ მოაგებინა

3 months ago 33

რთული მატჩი და მადრიდელთა გამარჯვება - "რეალს" "ბილბაოსთან" ვალვერდემ მოაგებინა


ლა ლიგის 32-ე ტურში "რეალ მადრიდმა" ბილბაოს "ატლეტიკი" "ბერნაბეუზე" მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით – 1:0 – იმარჯვა.

მატჩის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში, 93-ე წუთზე გავიდა — ფედე ვალვერდემ ბილბაოს კარი აიღო და "სამეფო კლუბს" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

32 ტურის შემდეგ "რეალს" 69 ქულა აქვს და ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. მადრიდელები ლიდერ "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩებიან. შემდეგ ტურში "რეალი" გასვლაზე "ხეტაფეს" დაუპირისპირდება, ხოლო "ბარსელონა" "მალიორკას" უმასპინძლებს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სრულად წაკითხვა