რესტორანში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა – სად მოხდა საზარელი შემთხვევა?

2 months ago 12

ჩრდილოეთ ჩინეთში, ქალაქ ლიაონინგში, ერთ-ერთ რესტორანში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ხანძარი სამშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:25 საათზე გაჩნდა.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხელისუფლებას მოუწოდა, ყველანაირი ძალისხმევა გამოიყენონ დაზარალებულებისა და დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად და ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოსაძიებლად.

მედიის ცნობით, გამომძიებლებს ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით არ დაუდგენიათ.

სრულად წაკითხვა