"სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს ინფორმაციას, რომ 9 მაისს, საღამოს, რესტორან "ედემში" 50 წლამდე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
მამაკაცს დაზიანება მუცლის არეში აქვს მიყენებული. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რომელი მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, ამ ეტაპზე უცნობია, რედაქცია პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
შემთხვევის ადგილზე კომენტარს არ აკეთებენ.