როგორც ესპანური Marca იტყობინება, გუშინ მადრიდის რეალის ზოგიერთმა ფეხბურთელმა ბარსელონას ჩემპიონთალიგურ ნახევარფინალს ერთად უყურა.
გამოცემა წერს, რომ მადრიდული კლუბის ფეხბურთელები კლასიკოსთვის სერიოზულად ემზადებიან და მეტოქის თამაშის შესწავლა ძირფესვიანად სურთ.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში ბარსელონა რეალს 4 ქულით უსწრებს და თუ მადრიდელები მოიგებენ დაპირისპირებას, მაშინ ესპანეთის ლიგის მიმდინარე სეზონში ინტრიგა აქტიურად შენარჩუნდება.