ფაბრიციო რომანო წერს, რომ მადრიდის რეალი ახალგაზრდა ფორვარდისთვის, გონსალო გარსიასთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას აპირებს.
როგორც გაირკვა, ჩაბი ალონსოს გარსია ძალიან მოსწონს და სურს, რომ ფეხბურთელი ახალი სეზონისთვის აქტიურად გამოიყენოს.
თავად გარსიაც არ არის მომხრე რეალიდან წასვლის. სავარაუდოდ, ესპანელ ფორვარდს სამეფო კლუბში ლეგენდარულ 9 ნომერს მისცემენ.