ბოლო დროს კარლო ანჩელოტის მადრიდის "რეალიდან" შესძლო წასვლაზე მედიაში აქტიურად წერენ.
მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, კარლოს შემცვლელი "ბლანკოსის" ყოფილი თავკაცი სანტიაგო სოლარი იქნება.
იწერება, რომ თუ მოვლენები ასე განვითარდა და სოლარი კვლავ "თეთრების" დამრიგებელი გახდა, ის გუნდს ჩაბი ალონსოს მოსვლამდე გაწვრთნის.
გარდა ამისა, სხვადასხვა გამოცემებმა მადრიდულ გრანდთან ზინედინ ზიდანიც დააკავშირეს, რომელიც "რეალს" აქამდე ორჯერ წვრთნიდა.
ასე და ამგვარად, საინტერესო იქნება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მადრიდელები.