1
ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,რატომ იღებს სახელმწიფო გადაწყვეტილებას, რომ ასეთ მომენტში ქვეყნის პრეზიდენტი პირადად დაესწროს აიათოლას დაკრძალვას?
აქ რამდენიმე შესაძლო მოტივია.
პირველი – დიპლომატიური პროტოკოლი. სახელმწიფოების პირველი პირები ხშირად ესწრებიან სხვა ქვეყნების ლიდერების დაკრძალვას, განსაკუთრებით მეზობელ რეგიონში. ეს საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია და ყოველთვის არ ნიშნავს გარდაცვლილი ლიდერის პოლიტიკის მხარდაჭერას.
მაგრამ…
მეორე – პოლიტიკური სიგნალი.
საერთაშორისო ურთიერთობებში სიმბოლოებს ხშირად იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოფიციალურ განცხადებებს. პრეზიდენტის დონეზე დასწრება უკვე პოლიტიკური გზავნილია. და სწორედ აქ ჩნდება კითხვები. დღეს ირანი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშ მყოფი სახელმწიფოა. რუსეთის პარტნიორია. აქტიურად მონაწილეობს უკრაინის ომში სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებით.ასეთ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტის პირადი დასწრება რა გზავნილია? ვის მიმართ არის ეს სიგნალი – ირანის, რუსეთის, თუ მხოლოდ პროტოკოლის დაცვაა?
მესამე — საქართველოს ეროვნული ინტერესი.
აქ უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება.
რას იგებს საქართველო ამ გადაწყვეტილებით? რა დამატებითი პოლიტიკური, ეკონომიკური ან უსაფრთხოების სარგებელი მიიღება პრეზიდენტის პირადი დასწრებით? თუ ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ არსებობს, მაშინ ბუნებრივია გაჩნდეს მეორე კითხვა: შეიძლებოდა თუ არა საქართველო წარმოდგენილი ყოფილიყო უფრო დაბალ დონეზე – მაგალითად, ელჩის ან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დონეზე? მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი კონსტიტუციურად ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეფუძნება.
აქ კიდევ ერთი გარემოებაა მნიშვნელოვანი. დიპლომატიაში ხშირად არა მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, რას აკეთებ, არამედ როდის აკეთებ. დღევანდელი საერთაშორისო კონტექსტი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა.ამიტომ პრეზიდენტის მონაწილეობა ასეთ ცერემონიაზე ბევრად მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე მსგავსი გადაწყვეტილება სხვა პერიოდში გამოიწვევდა.
ჩემი აზრით, მთავარი კითხვა მაინც ეს არის: რა იყო ამ გადაწყვეტილების სახელმწიფოებრივი მიზანი? თუ არსებობს მკაფიო სახელმწიფოებრივი მიზანი – საზოგადოებას მისი ცოდნის უფლება აქვს. თუ ასეთი მიზანი არ არსებობს და გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალური პროტოკოლით აიხსნება, მაშინ კითხვა კიდევ უფრო აქტუალური ხდება – იყო კი აუცილებელი ქვეყნის პრეზიდენტის დონეზე წარმომადგენლობა?“

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·