გუშინ, ჩვენი დროით 23:00 საათზე ბარსელონამ ბეტისს უმასპინძლა და დაძაბული ბრძოლის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, - 1:1.
კატალონიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი პაბლო გავიმ გაიტანა, რომელმაც ბევრისთვის მოულოდნელად გატანილი ბურთი არ იზეიმა, რასაც თავისი ახსნა აქვს.
საქმე ისაა, რომ ბარსელონას აკადემიაში გადასვლამდე გავი სწორედ ბეტისის აკადემიაში თამაშობდა, თანაც 2 წლით, რის გამოც ახალგაზრდა ფეხბურთელს სევილიელებთან კარგი მოგონებები აკავშირებს.
გავიმ მძიმე ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ლა ლიგაში 18 შეხვედრა ითამაშა. სხვათა შორის, ეს მისთვის პრიმერაში ტრავმის შემდეგ პირველი გოლი იყო.