მანჩესტერ იუნაიტედიდან წასული მარკუს რაშფორდი და რასმუს ჰოილუნდი მშვენივრად გამოიყურებიან და ძველ რეპუტაციას იბრუნებენ.
ამის შესახებ იუნაიტედის ამჟამინდელ დამრიგებელ რუბენ ამორიმს ჰკითხეს, რომელმაც შემდეგი რამ თქვა:
რაშფორდის გოლი? მეგობრებო, რასმუს ჰოილუნდმაც გაიტანა და მის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ. თქვენ მის მიმართ ძალიან უხეშები ხართ, გოლი მანაც გაიტანა და ესეც უნდა აღვნიშნოთ.
- თქვა ამორიმმა.
ზოგადად, ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მანჩესტერიდან წასული ფეხბურთელები თამაშს კვლავ მაღალ დონეზე იწყებენ, რაც ამავე კლუბში არსებულ მძიმე სიტუაციაზე მიუთითებს.