"რასაც ეტყვი, ათიანზე ასრულებს" - ალონსომ მბაპე შეაქო

1 week ago 13

ლა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ოსასუნას“ 2:0 სძლია, რის შემდეგაც „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ კილიან მბაპეზეც ისაუბრა.

ალონსოს თქმით, ფრანგი ვარსკვლავი ამჯერად განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინა: „მბაპე უფრო შუახაზში, 10-იანის პოზიციაზე თამაშობდა და გუნდს დიდი სარგებელი მოუტანა. მას შესანიშნავად ესმის ფეხბურთი — რასაც აუხსნი, აუცილებლად გაითვალისწინებს. მეორე ფორვარდის როლშიც კარგად გრძნობს თავს, თუმცა ფლეიმეიქერის ფუნქცია მისთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო,“ – აღნიშნა სპეციალისტმა.

მიმდინარე სეზონში „რეალი“ იდეალურ ფორმაშია — სამეფო გუნდმა ლა ლიგაში ჩატარებული ხუთივე შეხვედრა მოიგო და 15 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

სრულად წაკითხვა