რას უწოდებს რკინიგზა “დაკვამლიანებას” – ფოტო – მედია

2 weeks ago 8

3

ფოტო – მთავარი არხი

მგზავრების ინფორმაციით, ოზურგეთი-თბილისის მატარებელში გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა, მგზავრები ამ დრომდე ელოდებიან ალტერნატიულ ტრანსპორტს, რომელიც დანიშნულების ადგილამდე გადაიყვანთ.

რკინიგზის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანება იყო, თუმცა, მთავარი არხი, მგზავრების გაგზავნილ ფოტოს ავრცელებს, სადაც ცეცხლი ჩანს.

შემთხვევა გომი-აგარას გადასარბენზე მოხდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მგზავრებმა ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს.

რკინიგზა ამბობს, რომ ბილეთის ფულს დაუბრუნებს მათ, თუმცა, არაფერს ამბობს, ან ნივთების საფასურის გადახდაზე, ან მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

“ჯერ არ ვიცით რამ გამოიწვია “დაკვამლიანება” – აპირებს, თუ არა, “რკინიგზა” ნივთების საფასური აანაზღაუროს, ან მგზავრებს მორალური ზიანისთვის გადაუხადოს?

სრულად წაკითხვა