“რას იყიდით 1 ლარად და 5 თეთრად? – კალაძე 42 000 ადამიანს კვებავს ამ თანხად” – ლევან ხაბეიშვილი

3 months ago 39

1

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი:

კახა კალაძე ამბობს, რომ უკიდურესად უჭირს თბილისში 42 000 ადამიანს ისე, რომ გამოკვების სხვა შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ, დედაქალაქის მერია ბიუჯეტიდან დღეში ერთხელ კვებავს. ნუ, კვებავს ხმამაღალი განცხადებაა.

კალაძე ამბობს, რომ ამ 42 000 ადამიანის გამოსაკვებად გამოვყავი რაღაც თანხაო და ეს თანხა არის ერთ ადამიანზე, დღეში 1 ლარი და 70 თეთრი. რეალობაში, ეგაც არ არის, რადგან, ამ 1,70 ლარში შედის დღგ და ყველა გადასახადი, ხარჯები, იჯარა, ხელფასები. ეს რომ დავითვალოთ და გამოვაკლოთ რჩება 1 ლარი და 6 თეთრი. კალაძე ამბობს, რომ აი, 1 ლარით და 6 თეთრით უნდა ვიყიდოთ რამე და მისი აღქმებით ეს არის ნორმალური. მაშინ როცა მისი პიარისთვის მუშაობს 59 თანამშრომელი. 

სრულად წაკითხვა