რას ამბობს მეცნიერება – ვაქცინები იწვევს, აუტიზმს?

2 weeks ago 10

ვაქცინებს არ იწვევს აუტიზმს – აი, რას ამბობს მეცნიერება

დღემდე ფართოდ ვრცელდება მითი, თითქოს ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს.

ეს უკვე მრავალი საერთაშორისო და მასშტაბური კვლევით უარყოფილია.

ყველაფერი 1998 წელს გამოქვეყნებული ერთი პატარა კვლევიდან დაიწყო:

ბრიტანელმა ექიმმა ენდრიუ ვეიკფილდმა (Andrew Wakefield) თითქოს დაადგინა, რომ MMR ვაქცინა (წითელა, წითურა, ყბაყურა) კავშირში იყო აუტიზმთან.

მაგრამ შემდეგი მოხდა:

• კვლევა რეცენზირებულ ჟურნალიდან მოიხსნა (retracted);

• აღმოჩნდა, რომ კვლევა იყო მოტყუებით ჩატარებული;

• ვეიკფილდს მედიკოსის ლიცენზია გაუუქმდა.

რა აჩვენებს ნამდვილი მეცნიერება?

1998 წლის შემდეგ ჩატარებული დასაბუთებული და ფართომასშტაბური კვლევები, რომლებიც მოიცავდა ასეულ ათასობით ბავშვებს, ადასტურებს:

• არ არსებობს კავშირი ვაქცინებსა და აუტიზმს შორის;

• აუტიზმის რისკი ერთნაირია ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ბავშვებს შორის.

მაგალითი: დანიაში ჩატარებული 2019 წლის კვლევა

• მონაწილეობდა 650,000-ზე მეტი ბავშვი;

• შედეგი: MMR ვაქცინასა და აუტიზმს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს,

მათ შორის არც იმ ბავშვებში, რომლებსაც ჰქონდათ აუტიზმის რისკი (მაგალითად, გენეტიკური მახასიათებლების გამო).

მეცნიერები თანხმდებიან, რომ აუტიზმი არის რთული მდგომარეობა და განპირობებულია ძირითადად:

• გენეტიკური ფაქტორებით (მემკვიდრეობითიც და სპონტანურიც);

• ორსულობის პერიოდში ზემოქმედებით – დედის ჯანმრთელობა, გარემოს ტოქსინები, ინფექციები ან დაბადების გართულებები.

აუტიზმს არ იწვევს:

• ვაქცინები,

• ვაქცინის კონსერვანტები (მაგალითად, თიმეროზალი),

• ვაქცინაციის გრაფიკი.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

“ვაქცინაციის წინააღმდეგ კამპანია ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მითია, რაც ბოლო 25 წელში გავრცელდა. მეცნიერება ცალსახად ამბობს – ვაქცინები არ იწვევს აუტიზმს. პირიქით, ვაქცინაციის მეშვეობით გადავარჩინეთ მილიონობით სიცოცხლე. საჭირო არის საზოგადოებრივი ინფორმირებულობის ამაღლება, მითების დანგრევა და მეცნიერულ ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.”

  • ვაქცინები იცავს ბავშვებს და მოზრდილებს სერიოზული ინფექციებისგან;
  • ვაქცინაცია ამცირებს ეპიდემიების რისკს და იცავს დაუცველებს (ბავშვებს, ხანდაზმულებს, ავადმყოფებს);
  • ვაქცინაციის მეშვეობით განადგურდა ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორებიცაა ყვავილი და პოლიომიელიტი.

წყაროები:

Madsen KM, et al. A population-based study of measles, mumps, and rubella vaccination and autism. N Engl J Med. 2002; 347(19):1477–82.

Hviid A, et al. Measles, Mumps, Rubella Vaccination and Autism: A Nationwide Cohort Study. Ann Intern Med. 2019;170(8):513–520.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე:

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

სრულად წაკითხვა