5 ოქტომბერს, დილის 07:30-ზე მერაბ დვალიშვილი UFC-ში საჩემპიონო ქამარს კიდევ ერთხელ დაიცავს და ამჯერად მისი მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება.
ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის სტატუსი უკვე ორ ბრძოლაში შეინარჩუნა. დვალიშვილმა ჯერ უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, შემდეგ კი ის შონ ომალი, რომელთანაც მერაბმა ქამრის მოპოვება პირველად შეძლო.
როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თუ დვალიშვილი ამერიკელ მებრძოლს დაამარცხებს, მისი ანაზღაურება 500,000$-დან 1 000 000$-მდე მოექცევა!