UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ამერიკელ იუთუბერს, The Schmo-ს ესტუმრა და ხამზატ ჩიმაევთან ჰიპოთეტურ ბრძოლაზე ისაუბრა.
„მანქანამ“ აღნიშნა, რომ ჩიმაევის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის აუცილებელია ძლიერი ჯიუ-ჯიცუს ცოდნა, დისტანციის შენარჩუნება და სწრაფი მოძრაობა:
„არ მინდა ხამზატთა ბრძოლა, მაგრამ ჰიპოტეტურად, რომ ვისაუბროთ მასთან ბრძოლა მარტივი არ არის - უნდა გქონდეს ძლიერი ფეხები და მუდმივად მოძრაობდე. გილბერტ ბარნსმა ეს შეძლო და სწორედ ამიტომ გაუმკლავდა,“ – თქვა დვალიშვილმა.
ქართველი მებრძოლის თქმით, ჩიმაევი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ნებისმიერი მეტოქისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი ტიტულს უახლოეს ბრძოლაში კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს.