წაკითხვა: 184
ნანუკა ჟორჟოლიანი “რუსთავი 2”-ს უჩივის. საკითხი ეხება კურიერის გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს მისი არასრულწლოვანი ვაჟი, რაც არ დადასტურდა და როგორც ჟორჟოლიანმა განმარტა, მისი ვაჟი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.
“ეს არის ამბავი. საბა რა თქმა უნდა დაკავებული არაა. რ2 მოემზადოს პროცესისთვის. არასრულწლოვანზე სიტყვა სავარაუდოც რომ არ დაწერეს!”- წერს ჟორჟოლიანი და მიმართავს კურიერის ხელმძღვანელ ნინო შუბლაძეს.
“ათამდე დაგეთვალათ, სიტყვა სავარაუდოდ ჩაგემატებინათ! შენს შვილზე პატარაა! შენს ხელში დაიბადა გაიზარდა! რა იაფია შენი მორალი და ახლა როგორი არაადამიანი ჩანხარ”– წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
საპატრულო პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს ნანუკა ჟორჟოლიანის ვაჟის ავტომობილი, რომლის კარშიც შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის “ხმოვანი აკუსტიკური იარაღი”.
მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს