პუტინმა ხელი მოაწერა ჯარში საგაზაფხულო გაწვევის ბრძანებას

4 months ago 30

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საგაზაფხულო გაწვევაზე სამხედრო სამსახურში. "2025 წლის 1 აპრილიდან 15 ივლისამდე განხორციელდეს სამხედრო სამსახურში გაწვევა რუსეთის მოქალაქეებისა 18-დან 30 წლამდე, რომლებიც არ იმყოფებიან სათადარიგოთა რიგებში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას, 160 000 ადამიანის რაოდენობით" - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ავრცელებს სააგენტო TASS-ი.

შარშან რუსეთში საგაზაფხულო გაწვევა გავრცელდა 150 ათას ადამიანზე, 2023 წელს - 147 ათას ადამიანზე, 2022 წელს - 134,5 ათას ადამიანზე. გაწვეულთა რაოდენობის მატება უკავშირდება განხორციელებას პუტინის ბრძანებებისა, რომლებიც მიემართება რუსეთის არმიის შემადგენლობის ეტაპობრივ გაზრდას - იუწყება TASS-ი.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, 2022 წლის დასაწყისში რუსეთს 1 მილიონამდე სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა. სამი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის არმიის საშტატო რიცხოვნობა გაიზარდა მილიონ-ნახევარ ადამიანამდე. გასაწვევ მოქალაქეთა ასაკის ზედა ზღვარი შარშან 27-დან 30 წლამდე გაიზარდა. ქვედა ზღვარი, 18 წლის ასაკი, უცვლელი დარჩა - მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების დაპირებისა, რომ ამ მაჩვენებელსაც გაზრდიდა.

სრულად წაკითხვა