პუტინმა გაამარტივა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება

2 months ago 17

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 17 მაისს გამოსცა ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას უმარტივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას.

რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას აღარ იქნება სავალდებულო რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა.

განაცხადების გაკეთება რუსეთის მიერ აფხაზეთში გახსნილი „დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“ იქნება შესაძლებელი.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერები, ბადრა გუნბა და ალან 9-10 მაისს მოსკოვში იმყოფებოდნენ და პუტინს შეხვდნენ.

სრულად წაკითხვა