პროტესტს ვერ ჩაახშობთ, რუსთაველი ყოველ დღე გადაიკეტება – აქტივისტების პასუხი კობახიძეს

16 hours ago 2

164

ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ რუსთაველის გამზირი “110 კაცის გამო” არ უნდა გადაიკეტოს, აქტივისტები პასუხობენ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ განვიტარებული მოვლენების მიუხედავად, პროტესტი არსად წასულა და დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგომას გააგრძელებენ.

მაგდა მამუკაშვილი ამბობს, რომ “ოცნებას” ყველა საპროტესტო ჯგუფის ერთბაშად ალაგმვა არ გამოუვა.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იბრძვის დემოკრატიული საქართველოსთვის, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის, მტერია ირაკლი კობახიძის, ის პირად მტრებად აღგვიქვამს ყველას, ჯგუფებს, პერსონალურად აქტივისტებს თუ ა.შ., შესაბამისად, ესეც მისი შიშებიდან გამომდინარეობს. უნდათ, რომ ასე ერთბაშად, აი, 5 ოქტომბერი გათენდა და ყველა საპროტესტო ჯგუფი და მოძრაობა ერთიანად ავლაგმოდ და ესეც, ცხადია, არ გამოუვა, – ამბობს მაგდა მამუკაშვილი. 

კიდევ ერთი აქტივისტი ამბობს, რომ საპროტესტო მუხტი არ ჩამქრალა და ბრძოლის შეწყვეტა აქვთ გეგმაში.

4 ოქტომბრამდე იყო მოლოდინი, რომ ხალხი დაიღალა, ხალხი არ გამოვიდოდა, მაგრამ გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ არავინ დაღლილა, რომ ეს ადამიანები კვლავ აპროტესტებენ, რომ ჩვენში მუხტი არ ჩამქრალა და არც ჩაქრება, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ მართულები, ჩვენ არ ვართ, როგორც თვითონ ამბობს, დაფინანსებულები სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ისევ მოვალთ და ისევ გავაპროტესტებთ, ისევ ვიდგებით აქ, რუსთაველის გამზირზე და ისევ ვეცდებით, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ თავის ევროპულ გზას, – ამბობს აქტივისტი. 

ახალგზრდები ამბობენ, რომ “ოცნება” მათ გაშავებას და დემონიზებას ცდილობს, თუმცა პროტესტს მაინც ვერ ჩააქრობს და რამდენიც არ უნდა დაიმუქრონ, “ყველას ვერ დაიჭერენ”.

ცდილობს “ქართული ოცნება” გაშავებას, დემონიზებას ამ რაღაც ჯგუფების, რომელიც ჯერ კიდევ პროტესტში შემორჩა, რომელიც სტდენტებისგან და სუფთა და ნათელი ადამიანებისგან შედგება. საკუთარ მოქალაქეებზე ასე მუქარით საუბარი, ასეთი დაპირებებით, რომ დაგიჭერთ, იმას იზამთ, ამას გიზამთ, ეს არის დანაშაული. ამათ რაღაც რეპუტაციული ზიანი, ეს დელეგიტიმაციის პრობლემა ზუსტად იმიტომ აქვთ, რომ პოლიპატიმრები გვყავს და ახალი პოლიტპატიმრების შემატებას ძალიან უფრთხიან და გამოვიდნენ რუსთაველზე და ყველა დაგვიჭირონ, ეს არის სისულელე, ამიტომ ამ პროტესტს ვერ ჩაახშობენ, რუსთაველი ყოველ დღე გადაიკეტება, – ამბობს აქტივისტი.  

სრულად წაკითხვა